Loading data...
რომის პაპი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე: იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეებში მოლაპარაკებების განახლების მიზნით განხორციელებული ძალისხმევა კონკრეტულ შედეგს გამოიღებს და დიპლომატიას გზას გაუხსნის

„იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეებში მოლაპარაკებების განახლების მიზნით განხორციელებული ძალისხმევა კონკრეტულ შედეგს გამოიღებს და დიპლომატიას გზას გაუხსნის“, - ეს განცხადება რომის პაპმა ლეო XIV-მ მოსკოვსა და კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთა ვიზიტების ფონზე გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ მოლაპარაკების პროცესის განახლება მშვიდობას დააახლოებს.

„ჩემი გული ერთიანდება უკრაინის ტანჯულ ხალხთან, რომლებიც უკვე წლებია ტკივილსა და შიშში ცხოვრობენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, დასრულდეს ძალადობა, შეწყდეს ნგრევა და გავხსნათ გულები დიალოგისა და მშვიდობისთვის! იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეებში მოლაპარაკებების განახლების მიზნით განხორციელებული ძალისხმევა კონკრეტულ შედეგს გამოიღებს და დიპლომატიას გზას გაუხსნის. ერთად ვილოცოთ უფლისადმი, რათა მშვიდობამ გაიმარჯვოს მსოფლიოს ყველა კონფლიქტში“, - წერს რომის პაპი.