რომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება.
18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონაწილეობა მიიღო დაგეგმილ საჯარო ღონისძიებაში, სადაც მორწმუნეებთან ერთად „უფლის ანგელოზის“ ლოცვა აღავლინა.
თავის მიმართვაში პაპმა საავადმყოფოში ყოფნის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ბოლო დღეებში ჩემთვის ლოცულობდა. ნამდვილად ვიგრძენი თქვენი მხარდაჭერა. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ექიმების, ექთნებისა და საავადმყოფოს მთელი პერსონალის მიმართ. ამ გამოცდილებამ განსაკუთრებით დამაახლოვა ყველა იმ ადამიანთან, ვინც ავადმყოფობით, ან სენით ცხოვრობს“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პაპს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მარჯვენა ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს.