Loading data...
რომის პაპი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა

რომის პაპი, ლეო XIV საზღვარგარეთ პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ Nexta live იუწყება.

ანკარაში პაპმა ანითქაბირის მემორიალურ კომპლექსს ეწვია და მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი გვირგვინით შეამკო. ამის შემდეგ ის თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ლეო XIV სტამბოლში გაემგზავრა, სადაც კათოლიკურ სამღვდელოებას შეხვდა. სტამბოლიდან რომის პაპი ბურსას პროვინციაში უნდა გაემგზავროს, სადაც ნიკეის ტაძრის 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

თურქეთში რომის პაპის ვიზიტი კვირას დასრულდება, შემდეგ ის ლიბანში გაემგზავრება.