1775025197
უცხოეთი
რომის პაპი: ლიდერებს მოვუწოდებ, დიალოგს დაუბრუნდნენ, რათა ჩვენს გულებში მშვიდობა სუფევდეს, განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში
რომის პაპი ლეო XIV იმედოვნებს, რომ აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ აღდგომამდე დასრულდება.
რომის პაპმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, დიალოგს დაუბრუნდნენ და ძალადობის შემცირების გზები ეძებონ.
„მათ მოვუწოდებ, დიალოგს დაუბრუნდნენ, რათა ჩვენს გულებში მშვიდობა სუფევდეს, განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში. ეს წელიწადის ყველაზე წმინდა დრო უნდა იყოს. ეს მშვიდობის დროა, რეფლექსიის დრო.
თუმცა, როგორც ყველამ ვიცით, მსოფლიოში, ბევრ ადგილას, ვხედავთ უამრავ ტანჯვას, სიკვდილს, უდანაშაულო ბავშვებსაც კი.
გამუდმებით მშვიდობის მოწოდებით გამოვდივართ, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს სურს სიძულვილის, ძალადობის, ომის წახალისება“, - აღნიშნა რომის პაპმა.