1789312026
უცხოეთი
რომის პაპი: ყველას მოვუწოდებ ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს
ვატიკანში, საკვირაო ლიტურგიისას რომის პაპი ლეო XIV 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს გამოეხმაურა.
პონტიფიკოსმა 25 წლის წინ დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
„კვლავ აღვავლენ ლოცვებს მათთვის, ვინც დაიღუპა და მათთვის, ვინც იმ ტრაგიკული დღის იარებს დღემდე ატარებს. იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტები და ძალადობა ჩვენს ამდენ ძმასა და დას ეხება, ყველას მოვუწოდებ, ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს“, - განაცხადა რომის პაპმა.