Loading data...
რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა.

„ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს. ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის. სამხედრო მოქმედებები არ შექმნის სივრცეს თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, რომლის მიღწევაც მხოლოდ ხალხებს შორის თანაარსებობისა და დიალოგის მოთმინებით ხელშეწყობით არის შესაძლებელი“, - აღნიშნულია რომის პაპის განცხადებაში.