1775595211
უცხოეთი
რომის პაპი: ირანელი ხალხის წინააღმდეგ მუქარა იყო, ეს ნამდვილად მიუღებელია
რომის პაპმა ლეო XIV-მ ირანული ცივილიზაციის განადგურების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარას მიუღებელი უწოდა.
„როგორც ყველამ ვიცით, დღეს ირანის მთელი ხალხის წინააღმდეგ მუქარა იყო. ეს ნამდვილად მიუღებელია“, – განაცხადა რომის პაპმა და დასძინა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი იერიში საერთაშორისო სამართალს არღვევს.
ამასთან, რომის პაპმა „ამერიკელებს და სხვა კეთილი ნების მქონე ადამიანებს“ მოუწოდა, დაუკავშირდნენ თავიანთ პოლიტიკურ ლიდერებსა და კონგრესის წარმომადგენლებს, რათა მოსთხოვონ ომის უარყოფა და მშვიდობისთვის მუშაობა.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, - „მთელი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდება“.