Loading data...
რომის პაპი: დაე, ომისგან განადგურებულ უკრაინაში იარაღის ხმა შეწყდეს

რომის პაპმა ფრანცისკემ 25 დეკემბერს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თავის ტრადიციულ გზავნილში უკრაინის ომსაც შეეხო და განაცხადა, რომ „უკრაინაში იარაღის ხმა უნდა შეწყდეს“. 

რომის პაპმა საშობაოდ უკრაინას „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“ უსურვა. 

„დაე, ომისგან განადგურებულ უკრაინაში იარაღის ხმა შეწყდეს. დაე, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით, მოლაპარაკებების, დიალოგისა და შეხვედრების კარის გასაღებად საჭირო გამბედაობა იყოს“, - განაცხადა რომის პაპმა.