Loading data...
რომის პაპი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან დებატები მის ინტერესებში საერთოდ არ შედის

რომის პაპი ლეო XIV მასა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას გამოეხმაურა. 

პონტიფიკოსის თქმით, მისი განცხადებები მშვიდობის სახარებისეულ გზავნილს უწევდა პოპულარიზაციას და მისი მიზანი პრეზიდენტ ტრამპთან დებატები არ ყოფილა. 

რომის პაპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოსვლა წინასწარ იყო მომზადებული, ვიდრე თეთრი სახლის ლიდერს გააკრიტიკებდა. 

„ეს ისე აღიქვეს თითქოს პრეზიდენტთან დებატებს ვცდილობდი, ეს საერთოდ არ შედის ჩემს ინტერესებში“, - განაცხადა რომის პაპმა