რომის ახალი პაპის ლეო XIV-ის ინაუგურაცია წმინდა პეტრეს მოედანზე გაიმართება

დღეს, 18 მაისს წმინდა პეტრეს მოედანზე წირვა გაიმართება, რომელიც ნიშანია იმის, რომ ლეო XIV-მ რომის პაპობა ოფიციალურად დაიწყო.
წირვის დაწყებამდე, რომის ახალი პაპი მორწმუნეებს ხვდება. ვატიკანში ის „პაპის მობილური მანქანით“ გაემგზავრება.
ლეო XIV კათოლიკური ეკლესიის ახალ ლიდერად მაისის დასაწყისში აირჩიეს, მისი წინამორბედის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებისა და ვატიკანში ჩატარებული ორდღიანი კონკლავის შემდეგ.
ახალმა პაპმა პირველი წირვა სიქსტეს კაპელაში კონკლავიდან მალევე აღავლინა და საკუთარ კარდინალებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
ლეო XIV რომის 276-ე და პირველი პაპია ამერიკიდან.
წირვა, ადგილობრივი დროით, 10:00 საათზე (09:00 BST) დაიწყება. მსოფლიო ლიდერები ვატიკანში იკრიბებიან, რათა ლეოXIV-ის პაპობის დაწყება აღნიშნონ.
რომის ახალი პაპის ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.