1791474714
უცხოეთი
რობერტ ფიცომ ევროპარლამენტიდან ტრამპის სატირული ქანდაკების გატანა მოითხოვა და მას „ევროკავშირის დეგრადაციის ნიშანი“ უწოდა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ევროპარლამენტიდან დონალდ ტრამპის სატირული ქანდაკების გატანა მოითხოვა და მას „ევროკავშირის დეგრადაციის ნიშანი“ უწოდა.
პლატფორმა X-ზე- რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ „ოფიციალურ სივრცეში პარტნიორების შეურაცხყოფა იმ ეპოქის სრულ გაუგებრობაზე მეტყველებს, რომელშიც ვცხოვრობთ“.
„სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა, თავისი სიბრმავის გამო, ვეღარ ასხვავებს განსხვავებული აზრის ქონის ლეგიტიმურ უფლებას სულიერად გაკოტრებული პირების, ავანტიურისტებისა და გიჟების ქმედებებისგან“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.
ქანდაკება სახელწოდებით „ნარინჯისფერი ჭირი“ ევროპარლამენტის სტრასბურგის შენობაში სამშაბათს დანიელმა ხელოვანმა, იენს გალშიოტმა წარადგინა.