Loading data...
რობერტ ფიცო უკრაინისგან ნავთობსადენ „დრუჟბას“ ბლოკირების მოხსნას ითხოვს

სლოვაკეთის პრემიერი უკრაინისგან ნავთობსადენ „დრუჟბას“ ბლოკირების მოხსნას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირს აფრთხილებს, რომ ბრატისლავა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარს არ დაუჭერს.

როგორც რობერტ ფიცო აღნიშნავს, მილსადენის აღდგენა არა მხოლოდ სლოვაკეთის ან უნგრეთის, არამედ ცენტრალური ევროპის ქვეყნების ინტერესშიცაა.

„თუ ევროკომისია უკრაინას სლოვაკეთზე მაღლა დააყენებს, მათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტზე ჩვენი მხარდაჭერის დავიწყება მოუწევს. სლოვაკეთი არც აუცილებელი მოთხოვნების შეუსრულებლობით უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ფიცომ.