რობერტ ფიცო: თუ დასავლეთ ევროპისთვის რუსის ან უკრაინელის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, მე არ მინდა ასეთი დასავლეთ ევროპის ნაწილი ვიყო
„თუ დასავლეთ ევროპისთვის რუსის ან უკრაინელის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, მე არ მინდა ასეთი დასავლეთ ევროპის ნაწილი ვიყო“, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.
როგორც ფიცო აღნიშნავს, ის არცერთ პროექტს არ დაუჭერს მხარს, რაც უკრაინის სამხედრო ხარჯების მხარდაჭერას გამოიწვევს.
„დღეს თითქმის ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან. სრულიად პატივს ვცემ მას, მაგრამ ვიდრე ის უკრაინის ომისთვის ფულზე საუბრობდა, მე განუწყვეტლივ ვიმეორებდი იმას, რომ ასობით და ათასობით რუსი და უკრაინელი ყოველდღიურად უაზროდ კვდება.
მე ვუთხარი ანტონიუ კოშტას, რომ არაფერს დავუჭერ მხარს, თუნდაც ბრიუსელში ახალ წლამდე მოგვიწიოს ჯდომა, რაც უკრაინის სამხედრო ხარჯების მხარდაჭერას გამოიწვევს. მზად ვარ, როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, მხარი დავუჭირო უკრაინას მის აღდგენაში სლოვაკეთისა და უკრაინის მთავრობებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე, მაგრამ უარს ვამბობ უაზრო ხოცვა-ჟლეტაზე“, - აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.
Today I held an almost hour-long phone conversation with the President of the European Council, A. Costa. I fully respect him, but while he spoke about money for the war in Ukraine, I kept repeating the senseless daily killing of hundreds to thousands of Russians and Ukrainians.… pic.twitter.com/0f9JiitWjG
— Robert Fico 🇸🇰 (@RobertFicoSVK) December 12, 2025