Loading data...
რობერტ ფიცო: ტრამპის მოსვლის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლები კიდევ უფრო უუნაროები არიან, ვიდრე აქამდე იყვნენ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ევროკავშირი უმოქმედობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც ევროკავშირმა კარგად იცის, ეს რუსების სიძულვილია. 

ფიცოს თქმით, დღეს ევროკავშირი უმძიმეს კრიზისს განიცდის, რომლის მსგავსიც მას არასდროს ჰქონია და გადარჩება „ის ვინც ძლიერი იქნება“. 

რობერტ ფიცო ამბობს, რომ ამ კრიზისიდან გამოსასვლელად ევროკავშირს არ შეუძლია ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება.

„მიაქციეთ ყურადღება: ერთადერთი რამ, რაც ევროკავშირს შეუძლია, რუსების სიძულვილია. კონკურენტუნარიანობა მცირდება. ჩვენ ვერ ვახერხებთ შიდა დონეზე შეთანხმების მიღწევას და ვერ ვთანხმდებით საერთო თავდაცვაზე. ყველა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისკენ იყურება“, - აცხადებს რობერტ ფიცო

მან დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოსვლით, ევროკავშირის წარმომადგენლები „კიდევ უფრო უუნარონი არიან, ვიდრე აქამდე იყვნენ“. 

ფიცოს თქმით, ძლიერი სლოვაკეთი ევროკავშირისთვის იბრძოლებს და მას არ აქვს განზრახული ქვეყანა ევროკავშირიდან გაიყვანოს.