Loading data...
რობერტ ფიცო: სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის გამოყოფაში მონაწილეობაზე უარს ამბობს

„სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის გამოყოფაში მონაწილეობაზე უარს ამბობს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.

მისი შეფასებით, საეჭვოა, რომ უკრაინა ევროკავშირის სესხების დაფარვას შეძლებს.

ფიცომ ევროკავშირის ფინანსური დახმარების მექანიზმებიც გააკრიტიკა. მისი თქმით, სლოვაკეთი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში კვლავ გაუწევს, სამხედრო ოპერაციებისა და უკრაინის მთავრობის ხარჯების დაფინანსებაში კი მონაწილეობას არ მიიღებს.