1790086369
უცხოეთი
რობერტ ფიცო საწვავის ფასის ზრდის გამო ევროკავშირის საგანგებო სამიტის მოწვევას ითხოვს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს თქმით, აუცილებელია ევროკავშირის საგანგებო სამიტის მოწვევა, რათა საწვავის ფასების ზრდის საკითხი იყოს განხილული. ამის შესახებ Nexta live იუწყება.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ევროკავშირი ქვეყნებს საკითხი ბედის ანაბარა ტოვებს ნავთობის კრიზისის კატასტროფული შედეგების პირისპირ.
ფიცოს განცხადებით, მოთხოვნები იმის შესახებ, რომ საწვავის მაღალი ფასების კომპენსირება პენსიებისა და ჯანდაცვის სისტემის ხარჯზე უნდა მოხდეს, ევროკავშირის ცინიზმზე მიუთითებს.
ბოლო დროს ფიცო აქტიურად აკრიტიკებს ნატოს და ევროკავშირს უკრაინაში ომისა და რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამო.