რობერტ ფიცო ნიდერლანდებს - მარიხუანის მოწევა გააგრძელეთ, აღიარეთ 70 სქესი, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ ჩვენ ნუ შეგვეხებით
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ნიდერლანდები ახალი კოალიციური შეთანხმების გამო გააკრიტიკა. ახალი კოალიციური შეთანხმება ევროკავშირის დაფინანსების შემცირებას და ევროსკეპტიკურად მიჩნეული წევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის სლოვაკეთისა და უნგრეთისთვის, ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.
„თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ მარიხუანის მოწევა და 70 გენდერის აღიარება. ეს თქვენი საქმეა, მაგრამ სხვა ქვეყნისთვის მისი სუვერენიტეტისა და ლეგიტიმურობის გამო დასჯით დამუქრება — ეს წითელი ხაზის გადაკვეთაა“, - განაცხადა ფიცომ.
მისივე თქმით, წევრი სახელმწიფოების დასჯა მათი სუვერენული შეხედულებების გამო „ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზაა“ და შესაძლოა, მთლიანად ევროკავშირის ძირი გამოუთხაროს.
მანამდე კი, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა გააპროტესტა ნიდერლანდების კოალიციური შეთანხმების ფორმულირება და „აბსოლუტურად მცდარი“ უწოდა.