Loading data...
რობერტ ფიცო: დასავლეთის ქვეყნებს უკრაინაში კონფლიქტის გახანგრძლივება სურთ

„დასავლეთის ქვეყნებს უკრაინაში კონფლიქტის გახანგრძლივება სურთ“, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა უკარნახოს უკრაინას მუდმივად, როდის და ვისთან უნდა აწარმოოს მოლაპარაკება.

მისი თქმით, ასეთი პოზიცია მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს და ძირს უთხრის მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობებს.

ფიცო მიიჩნევს, რომ გადაჭარბებული გარე ზეწოლა ხელს უშლის მშვიდობის ძიებას და მხოლოდ ამწვავებს კონფლიქტს.

დასავლური ქვეყნების უმეტესობა არ არის დაინტერესებული რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით, რადგან მათ საომარი მოქმედებების გაგრძელება სურთ. იმედი მაქვს, მათი ეს პოზიცია შეიცვლება. ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ უკრაინამ და რუსეთმა, თუ ამით არიან დაინტერესებული“, - აცხადებს სლოვაკეთის პრემიერი.