1771675572
უცხოეთი
რობერტ ფიცო აცხადებს, რომ თუ კიევი ნავთობის ტრანზიტს არ განაახლებს, მაშინ სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, თუ კიევი ნავთობის ტრანზიტს არ განაახლებს, მაშინ სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს.
როგორც ფიცომ აღნიშნა, „სლოვაკეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები, ვერ იქნება როგორც ცალმხრივი ბილეთი, რომელიც მხოლოდ უკრაინისთვის არის ხელსაყრელი“.
ფიცო აცხადებს, რომ„ თუ უკრაინა სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდებას „დრუჟბას“ ნავთობსადენით ორშაბათამდე არ განაახლებს, მაშინ ის შესაბამის სლოვაკურ კომპანიებს დაავალებს, უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდება იმავე დღეს შეაჩერონ“.
ინფორმაციისთვის, მანამდე კი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ „უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაბლოკა“.