Loading data...
რობერტ ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთი გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის სქემაში მონაწილეობას არ მიიღებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენებას მხარს არ დაუჭერს. 

„სლოვაკეთი არ მიიღებს მონაწილეობს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის არცერთ იურიდიულ ან ფინანსურ სქემაში, თუ ეს თანხები უკრაინაში სამხედრო ხარჯებს მოხმარდება,“ – აცხადებს ფიცო. 

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება ომს „გაამწვავებს“.

„ომის დასრულება გვსურს თუ მისი წაქეზება? ჩვენ ვაპირებთ, უკრაინას მივცეთ 140 მილიარდი ევრო ომის გასაგრძელებლად. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ომი, სულ მცირე, კიდევ ორი წელი გაგრძელდება“, – აცხადებს რობერტ ფიცო

ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა განაცხადა, რომ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის გამოყენების საკითხი დღის წესრიგში რჩება და საბოლოო გადაწყვეტილებას 2025 წლის დეკემბერში იქნება მიღებული.