Loading data...
რობერტ ფიცო 17 იანვარს ფლორიდაში დონალდ ტრამპს შეხვდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო 17 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდება. 

როგორც „ევრონიუსი“ იტყობინება, ფიცომ, რომელიც პოლიტიკურად MAGA-ს დღის წესრიგის მომხრეა, შეაქო აშშ უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის და მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით მსგავს მიდგომას იზიარებს.

ამასთან, სლოვაკური მედიის ცნობით, ორმა ლიდერმა, შესაძლოა, ცალკე განიხილოს გეგმები, რომელთა მიხედვითაც სლოვაკეთი აშშ-სგან ბირთვული რეაქტორების შესყიდვის ბიზნეს შეთანხმების გაფორმებას გეგმავს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 13-დან 15 მილიარდ ევრომდე შეიძლება იყოს.