Loading data...
რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის გენერალური პროკურორი მაროშ ჟილინკა ავრცელებს.

„მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა შემდგომში იქნება იურიდიულად კვალიფიცირებული, როგორც ტერორისტული თავდასხმის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“, - აცხადებს მაროშ ჟილინკა.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ კვალიფიკაციის ცვლილების მიუხედავად, ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.