Loading data...
რობერტ ფიცო: სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის 45 მილიარდიანი ახალი სესხის დაფარვაში მონაწილეობას არ მიიღებს

სლოვაკეთი უკრაინისთვის განკუთვნილი ევროკავშირის 45 მილიარდი ევროს მოცულობის საკრედიტო პროგრამის დაფარვაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, ბრატისლავა კიევისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გააგრძელებს, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.

სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრატისლავა არ მონაწილეობდა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის წინა სესხების პროგრამაში.

მისი თქმით, ქვეყანა პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

მანამდე, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის დაბლოკვის შესაძლებლობაც არ გამორიცხა.

მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს, თუ ასოციაციის ყველა ქვეყანა არ აიღებს ვალდებულებას, ფინანსურად დაუჭიროს მხარი უკრაინას 2027 წელს და შემდგომ პერიოდში.

ფიცო ამ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბერლინის მხრიდან ზეწოლას არ დაემორჩილება.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ სლოვაკეთი გააგრძელებს კიევისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას. თუმცა, უკრაინისთვის სამხედრო სესხების გაცემაში მონაწილეობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, ასეთი მხარდაჭერა მხოლოდ ომს ახანგრძლივებს.