რიაზანის ოლქზე დრონებით მასიური შეტევა განხორციელდა
რუსეთის რიაზანის ოლქზე 14-15 ნოემბერს ღამით, უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური შეტევა განხორციელდა. ტელეგრამ-არხების ცნობით, იერიში რიაზანის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ინტერნეტში ვიდეოები გავრცელდა, რომელზეც ნავთობის ქარხანაზე ხანძარია გადაღებული. შეტევის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა ტელეგრამ-არხმა, Supernova-მაც გაავრცელა.
რიაზანის ოლქის გუბერნატორის, პაველ მალკოვის თქმით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მისივე ცნობით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
უკრაინის თავდაცვის და უშიშროების ეროვნული საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის, ანდრეი კოვალენკოს თქმით, სარატოვის და რიაზანის ნავთობგადასამუშავებელმა ქარხნებმა მუშაობა შეაჩერეს. სარატოვის ქარხანაზე დრონებით იერიში წინა დღეს განხორციელდა. რიაზანის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა - „როსნეფტის“ უმსხვილესი ქარხანაა. 2024 წელს აქ 13,1 მლნ ნედლეული იყო გადამუშავებული. ეს რუსეთის ყველა ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების სიმძლავრეების 5%-ია.