Loading data...
რიაზანის ოლქში სამხედრო ქარხანაში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა და 130 დაშავდა

რუსეთის ქალაქ რიაზანის სამხედრო ქარხნის დენთის საამქროში 15 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 130 დაშავდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

29 ადამიანი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება. 18 აგვისტო რიაზანში გლოვის დღედ გამოცხადდა.

აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში 360 ადამიანი და 90 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სამრეწველო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით, რასაც 2-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.