Loading data...
რიაზანის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე უკრაინის მორიგი საჰაერო იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა

უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად რიაზანის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში კვლავ ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ ქარხნის ტერიტორიიდან აფეთქებების ხმები ისმოდა.

როგორც რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მელკოვმა „ტელეგრამში“ დაწერა, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მისი ინფორმაციით, შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 19-20 ნოემბერს, ღამით, რუსეთის რეგიონების თავზე 65 დრონი იყო განადგურებული, ძირითადად ვორონეჟის, რიაზანის და ბელგოროდის ოლქების თავზე.

რიაზანის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანაზე, შეტევები მანამდეც რამდენჯერმე განხორციელდა. წინა იერიში 15 ნოემბერს განხორციელდა, რომლის შედეგად ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.