Loading data...
Reuters: ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ნატოში გაწევრიანების ამბიციაზე უარს ამბობს

უკრაინამ უარი თქვა ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების ამბიციაზე დასავლური უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, რაც რუსეთთან ომის დასრულების მიზნით კომპრომისს წარმოადგენს, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წინ.

Reuters-ის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი გარდატეხაა უკრაინისთვის, რომელიც იბრძოდა ნატოში გაწევრიანებისთვის, რომელსაც რუსეთის თავდასხმებისგან დაცვის საშუალებად განიხილავდა. ალიანსში მისწრაფება ქვეყნის კონსტიტუციაშია გათვალისწინებული. ნატოსკენ სწრაფვაზე უარის თქმა ასევე შეესაბამება რუსეთის ერთ-ერთ საომარ მიზანს, თუმცა კიევი ჯერჯერობით მტკიცედ ეწინააღმდეგება მოსკოვისთვის ტერიტორიების დათმობას.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ აშშ-ის, ევროპისა და სხვა პარტნიორების უსაფრთხოების გარანტიები ნატოს წევრობის ნაცვლად, უკრაინის მხრიდან კომპრომისს წარმოადგენდა.