Loading data...
Reuters: უსაფრთხოების გარანტიის სახით, ტრამპის ადმინისტრაცია ერთ-ერთ ვარიანტად უკრაინის საჰაერო სივრცის სრულად დახურვას განიხილავს

უსაფრთხოების გარანტიის სახით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ერთ-ერთ ვარიანტად უკრაინის საჰაერო სივრცის სრულად დახურვას განიხილავს, - ამის შესახებ „როიტერი“ წერს

მედია წერს, რომ ომის დასრულების შემდეგ, ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები შეძლებენ უზრუნველყონ ქვეყნის საჰაერო სივრცის საიმედო დაცვა.

მედია იუწყება, აშშ-სა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების სამხედრო ხელმძღვანელებმა დაასრულეს უკრაინის საკითხზე უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ვარიანტების შემუშავება და ახლა ამ ვარიანტებს თავიანთ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს წარუდგენენ.