Reuters: უკრაინამ აშშ-ს გადასცა რუსეთის ფედერაციაში არსებული სამხედრო სამიზნეების სია, რომლებზეც დარტყმა სურს
უკრაინამ უკვე გადასცა შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ობიექტების სია, რომლებზეც მას დასავლური რაკეტებით დარტყმა სურს, - ამის შესახებ „როიტერს“ ორმა ევროპელმა დიპლომატმა ანონიმურობის პირობით განუცხადა.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, თავდაპირველად უკრაინელებს სურდათ გამოეყენებინათ აშშ-ის მიერ მოწოდებული ATACMS ბალისტიკური რაკეტები რუსული ავიაბაზების დასარტყმელად. უკრაინას ახლა სურს გამოიყენოს რაკეტები რუსეთის სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ცენტრებზე, იარაღისა და საწვავის საცავებზე, ასევე, რუსული ჯარების კონცენტრაციაზე დასარტყმელად.
მედიის ცნობით, ამერიკული ATACMS-ის გარდა, კიევს სურს განახორციელოს შორ მანძილზე დარტყმები რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანეთის მიერ მიწოდებული Storm Shadow რაკეტებით და თითქმის იდენტურია ფრანგული SCALP რაკეტები.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი, სავარაუდოდ, ელოდება აშშ-ის ნებართვას Storm Shadow რაკეტებზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ, ფრანგული დიპლომატიური წყარო ამბობს, რომ პარიზს არ სჭირდება ასეთი ნებართვა ვაშინგტონისგან, რომ უკრაინამ გამოიყენოს ფრანგული რაკეტები.