Loading data...
Reuters: თურქეთში LGBTQ+ თემის მხარდამჭერ აქციებზე 126 ადამიანი დააკავეს, 31-ს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თურქეთში LGBTQ+ თემის წინააღმდეგ მიმდინარე დაკავებებისა და რეიდების ფონზე ანკარასა და სტამბოლში გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ, სულ მცირე, 126 ადამიანი დააკავა. წერს „როიტერი“.

მედიის ცნობით, პარალელურად, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე წინასწარი პატიმრობა კიდევ 31 ადამიანს შეუფარდეს.

უფლებადამცველების განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან როგორც აქტივისტები, ისე ჟურნალისტები და სხვა მოქალაქეები.

აქციები მას შემდეგ გაიმართა, რაც თურქეთის სხვადასხვა პროვინციაში LGBTQ+ ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ რეიდები განხორციელდა. ადვოკატების ინფორმაციით, ბოლო დღეებში სამართალდამცველებმა ორგანიზაციების ოფისები გაჩხრიკეს და ათობით ადამიანი დააკავეს.

თურქეთის ხელისუფლება LGBTQ+ ორგანიზაციებსა და აქტივისტებს სხვადასხვა სამართალდარღვევაში ადანაშაულებს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო კანონის შესაბამისად მოქმედებს.