Loading data...
Reuters: ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დაამტკიცა, რომლის დაფინანსებაც ნატოს მიერ ხორციელდება

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც აშშ-ის ნატოს მოკავშირეების მიერ არის დაფინანსებული, - იტყობინება Reuters.

როიტერსის“ წყაროების ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი იარაღის პირველი პაკეტები დამტკიცდა. მათი გაგზავნა უახლოეს პერიოდში იგეგმება. ვაშინგტონი კიევისთვის იარაღის მიწოდებას ახალი ფინანსური შეთანხმების ფარგლებში განაახლებს.

გამოცემამ აღნიშნა, რომ ეს არის აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ შემუშავებული ახალი მექანიზმის პირველი გამოყენება, რათა უკრაინას ნატოს ქვეყნების ხარჯზე აშშ-ის მარაგებიდან იარაღი მიაწოდონ.

წყაროების ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ელბრიჯ კოლბიმ, უკრაინაში გასაგზავნად უკრაინისთვის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის (PURL) მექანიზმის ფარგლებში, 500 მილიონი დოლარის ღირებულების 2 პაკეტი დაამტკიცა.