Reuters: ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტს სთხოვა, უკრაინის შესახებ კონფერენციას ტუსკის ნაცვლად დასწრებოდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო მომენტში პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის სთხოვა, რომ უკრაინის შესახებ ევროპელი ლიდერების კონფერენციას დასწრებოდა, რომელიც 13 აგვისტოს გაიმართა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ტრამპმა ბოლო წუთს ნავროცკის სთხოვა, შეერთებოდა ევროპელ ლიდერებთან ერთად უკრაინის საკითხზე დაგეგმილ კონფერენციას, რომელსაც ტუსკი უნდა დასწრებოდა.
„გუშინ, შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე, ჩვენ, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამერიკული მხარე უპირატესობას ანიჭებდა, რომ პოლონეთი პრეზიდენტ ტრამპთან კონტაქტებში პრეზიდენტის მიერ ყოფილიყო წარმოდგენილი“, - განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის პატივს სცემს აშშ-ის მოთხოვნას, შეინარჩუნონ კონტაქტები საპრეზიდენტო დონეზე, თუმცა ეს არ უნდა გამოიყენებოდეს „პოლონელების ერთმანეთის წინააღმდეგ დასაყენებლად“.