1784558700
უცხოეთი
Reuters: ტრამპმა კანადის პრემიერ მინისტრს ტყის ხანძრების ლოკალიზებისკენ მოუწოდა
დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ მინისტრს მარკ კარნის ტყის ხანძრების სწრაფად ლოკალიზებისკენ მოუწოდა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, კანადაში ხანძრების გამო გავრცელებული კვამლი ამერიკის რამდენიმე შტატში ჰაერს აბინძურებს.
ამ თემაზე ტრამპი კარნის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ესაუბრა, რომელსაც ორივე ლიდერი ესწრებოდა.
„მარკ კარნისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ იქ ხანძრები უნდა შევაჩეროთ. შესაძლოა, მათ გარკვეული ზარალი უნდა აანაზღაურონ ან რამე მსგავსი, ან შეიძლება ტარიფები დავუწესოთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ნიუ-ჯერსიში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან დაბრუნების შემდეგ.