Reuters: „ტომაჰავკის“ რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება ნაკლებად სავარაუდოა

ამერიკული „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების უკრაინაში მიწოდება შესაძლოა არ განხორციელდეს, - იუწყება „როიტერი“ აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებასა და სამ სხვა წყაროზე დაყრდნობით.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ რაკეტების უკრაინაში გადაცემის არარეალურობის მიზეზი, შესაძლოა,ს იყოს, რომ არსებული მარაგი აშშ-ის საზღვაო ძალებისთვის და სხვა მიზნებისთვისაა განკუთვნილი.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა მიანიშნა, რომ კიევისთვის შესაძლოა სხვა, უფრო მცირე მანძილზე მოქმედი ვარიანტები იყოს მიწოდებული.
ანონიმურობის დაცვით ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში ამ რაკეტების დეფიციტი არ არის.
მისი თქმით, ვაშინგტონმა, შესაძლოა, ევროპელ მოკავშირეებს სხვა შორი მოქმედების იარაღის შეძენისა და უკრაინისთვის მიწოდების უფლება მისცეს. თუმცა, „ტომაჰავკების“ გადაცემა ნაკლებად სავარაუდოა.