Reuters: თეთრმა სახლმა ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის შესახებ მოლაპარაკებები შეწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში არ იგეგმება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პირად შეხვედრას არ გეგმავენ. მისი თქმით, მათი სატელეფონო საუბარი „პროდუქტიული“ იყო.
აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე, NBC News-ის ჟურნალისტმა გარეტ ჰააკემ, თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბუდაპეშტის სამიტის დაგეგმვა შეჩერდა:
„სენატორ რუბიოსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შორის პირველი სატელეფონო საუბარი „პროდუქტიული“ იყო, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ორივე მხარე ჯერ არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის“.