Reuters: საუდის არაბეთმა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო იერიში მიიტანა
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ რამდენიმე სამხედრო დარტყმა განახორციელა სამეფოს ტერიტორიაზე თავდასხმების საპასუხოდ. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
როგორც მედიასაშუალებასთან წყაროები აცხადებენ, , რეგიონული ომის გამწვავების ფონზე საუდის არაბეთმა თავდასხმები, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს განახორციელა და ამის შესახებ აქამდე საჯაროდ ცნობილი არ იყო.
წყაროების თქმით, ეს იყო ირანის ტერიტორიაზე საუდის არაბეთის დარტყმების პირველი შემთხვევა.
„დარტყმები მიანიშნებს ერ-რიადის მზარდ, უფრო თამამ მიდგომაზე, უფრო გადამწყვეტად დაიცვას თავი მთავარი რეგიონული მეტოქისგან“, - აღნიშნავს წყარო.
ორი დასავლელი ჩინოვნიკის თქმით, საუდის არაბეთის საჰაერო ძალების დარტყმები, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს მოხდა.
საუდის არაბეთმა ირანს განხორციელებული დარტყმების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა, რასაც ინტენსიური დიპლომატიური კომუნიკაცია მოჰყვა. საბოლოოდ, მხარეები სიტუაციის დეესკალაციაზე შეთანხმდნენ.