Loading data...
Reuters: საფრანგეთმა გრენლანდიაში ნატოს წვრთნების ჩატარება მოითხოვა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციამ, გრენლანდიაში სამხედრო წვრთნების ჩატარება მოითხოვა კუნძულის გარშემო კრიზისის ესკალაციის ფონზე.

„საფრანგეთმა გრენლანდიაში ნატოს წვრთნების ჩატარება მოითხოვა და მზადაა, მასში წვლილი შეიტანოს“, - იტყობინება „როიტერი“.

როგორც მედია წერს, მანამდე, დავოსში გამოსვლისას მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპა არ დანებდება მოძალადეებს და არ დაშინდება, რითაც მკაცრად გააკრიტიკა ტრამპის მუქარა მაღალი ტარიფების დაწესების შესახებ, თუ ევროპა მას გრენლანდიის მიტაცების უფლებას არ მისცემს.