1777745016
უცხოეთი
Reuters: რუსული ჯარები თანდათანობით მიიწევენ წინ კოსტიანტინოვკასკენ
„როიტერის“ ცნობით, რუსული ჯარები თანდათანობით მიიწევენ წინ დონეცკის ოლქში, კოსტიანტინოვკასკენ და ცდილობენ კარგად გამაგრებულ ტერიტორიაზე პოზიციების დაკავებას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ აღნიშნა, რომ აპრილში რუსული შეტევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მან დასძინა, რომ 27 აპრილიდან მოყოლებული, რუსულმა ჯარებმა კონსტანტინოვკის მიმართულებით 83 შეტევა განახორციელეს.
სააგენტო წერს, რომ ეს ტერიტორია კარგად არის გამაგრებული უკრაინელი სამხედროების მიერ.