Reuters: პუტინის წარმომადგენელი თეთრ სახლში მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება
5 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი კირილ დიმიტრიევი, თეთრ სახლში აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება. ამის შესახებ „როიტერსს“ ორმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
წყაროების ცნობით, დიმიტრიევი, სავარაუდოდ, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება, რაც რუს და ამერიკელ ჩინოვნიკებს შორის პირველი პირისპირ კონტაქტი იქნება შუალედური არჩევნების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პირველი ლედი პირადად გაუწევს ორგანიზებას შეერთებულ შტატებში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას. თუმცა, განცხადებაში არ იყო აღნიშნული, კონკრეტულად ვინ მიიწვია ტრამპმა შეხვედრაზე ან როდის შეიძლება ჩატარდეს შეხვედრა.
23 ოქტომბერს უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მელანია ტრამპმა ოლეშკიში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია.