Loading data...
Reuters: პოკროვსკის დაცემა ფრონტის დაშლას არ გამოიწვევს, მაგრამ ტრამპის თვალში უკრაინას დაასუსტებს

რუსეთის მიერ პოკროვსკის აღება, როგორც ჩანს, დროის საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ მისი დაცემა უკრაინის თავდაცვის კოლაფსს არ გამოიწვევს, ის კიევს დაასუსტებს აშშ-ის შუამავლობით ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მგრძნობიარე მომენტში, - წერს „როიტერი“.

1-ელ დეკემბერს მოსკოვმა განაცხადა, რომ პოკროვსკს სრულად აკონტროლებდა - ორი დღით ადრე, სანამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი და მისი სიძე კრემლში მოლაპარაკებებს გამართავდნენ კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც, მათი თქმით, დასასრულს უახლოვდებოდა.

ათი დღის შემდეგ, უკრაინა აცხადებს, რომ მისი ჯარები კვლავ ინარჩუნებენ პოზიციებს ქალაქის ჩრდილოეთით, სადაც 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე 60 000 ადამიანი ცხოვრობდა და საბრძოლო მოქმედებების კულმინაციამდე სამხედროებისთვის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენდა.

მედია წერს, რომ უკრაინა იძულებულია შეეცადოს შეინარჩუნოს კონსტრუქციული ურთიერთობები ამერიკელებთან, რომლებიც ამარაგებენ უკრაინას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იარაღით და ასევე, იღებენ სადაზვერვო ინფორმაციას. ამავდროულად უკრაინა ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც, რუსეთის დაჟინებული მოთხოვნით, უნდა ითვალისწინებდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანას დონბასის მთელი ტერიტორიიდან.

,ტრამპის რიტორიკა უფრო მკაცრი გახდა: ბოლო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ რუსეთი ომს იგებს და დროა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რეალობის მიღება“ დაიწყოს.

როგორც მედია წერს, პოკროვსკზე რუსული შეტევის ტემპი აჩვენებს, თუ რამდენად რთულია მოსკოვის ძალებისთვის წინსვლა ფრონტის ხაზზე.

2022 წლის შემდეგ ომი გამოფიტვის დაპირისპირებაში გადაიზარდა, სადაც ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო ტერიტორიის ადვილად ხელში ჩაგდება. მედიის ცნობით, რუსეთმა ახალი შეტევა 2023 წლის ბოლოს დაიწყო და უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 19.2%-ს აკონტროლებს, რაც მხოლოდ 1 პროცენტით მეტია 2022 წლის ბოლოსთან შედარებით.

დონეცკის ოლქში, მაღალმთიანეთში მდებარე პოკროვსკი, შესაძლოა, პირველი ქალაქი გახდეს რუსეთის მიერ აღებული ავდეევკას (აღმოსავლეთით) შემდეგ, რაც 2024 წლის დასაწყისში მოხდა. მისი უმეტესი ნაწილი განადგურებულია და ქალაქში მხოლოდ 1 200 მცხოვრებია დარჩენილი.

სამხედრო ექსპერტები ადასტურებენ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების შეფასებებს, რომ აღმოსავლეთში უკრაინის თავდაცვითი სტრუქტურების მოულოდნელად დაშლა ნაკლებად სავარაუდოა, რის მიზეზადაც ასახელებენ გამაგრებებს.

უკრაინული სამხედრო წყაროების ცნობით, რუსი ჯარისკაცები ერთ ან ორ ჯარისკაცზე არიან დაყრდნობილი, რათა თავდაცვით სივრცეებში შეაღწიონ და შენობა დაიკავონ. 

როგორც მედია წერს, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმა თავდაპირველად უკრაინისგან დონეცკის რეგიონიდან ჯარების გაყვანას მოითხოვდა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, უკრაინა აკონტროლებს. ზელენსკიმ ამ კვირაში განაცხადა, რომ მან და ევროპელმა ლიდერებმა შეიმუშავეს ახალი 20-პუნქტიანი გეგმა, თუმცა ტერიტორიული დათმობების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

როგორც ამბობენ, რუსეთი გეგმავს პოკროვსკის ჩრდილო-აღმოსავლეთით სლავიანსკის და კრამატორსკის „ციხესიმაგრე ქალაქების“ დაკავებას და სარდლობის სიმაღლეების გამოყენებას დრონების დიდ მანძილზე გასაშვებად.

გარდა ამისა, ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები ბოლო დროს წინ მიიწევენ როგორც სამხრეთით ზაპოროჟიეს ოლქში, ასევე, აღმოსავლეთით დნეპროპეტროვსკის ოლქში. თუმცა, სწრაფი წარმატების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა.

კიევი, ასევე, იმედოვნებს, რომ ევროპელი მოკავშირეები თავად შეძლებენ მეტი ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევას.

გარდა ამისა, აგვისტოდან მოყოლებული, უკრაინის ძალები ურტყამენ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიას, რათა შეამცირონ ოკუპანტების შემოსავლები და შექმნან საწვავის დეფიციტი. ბოლო დროს მათ დაიწყეს შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ გემებზე დარტყმები.