1770725294
უცხოეთი
Reuters: ფრიდრიხ მერცი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში რუბიოსა და ზელენსკის შეხვდება
.გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ამ კვირაში დაწყებული მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვანგ იისაც და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ინფორმაციას Reuters-ი გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, მერცი ყოველწლიურ ფორუმს გახსნის სიტყვით, რომელშიც გერმანიის საგარეო პოლიტიკას და დაძაბული ტრანსატლანტიკური ურთიერთობებს განიხილავს.
„კანცლერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ არის მათ შორის, ვინც მიიჩნევს, რომ ჩვენ აშშ-ზე უარი უნდა ვთქვათ. ველი, რომ სიტყვით გამოსვლისას ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში წინსვლის გზას ჩამოაყალიბებს“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.