Reuters: მაკრონის მთავარმა მრჩეველმა მოსკოვში მოლაპარაკებები გამართა
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, მთავარი დიპლომატი ემანუელ ბონი, 3 თებერვალს, მოსკოვში იმყოფებოდა რუს ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის, - ამის შესახებ Reuters-ს წყაროებმა განუცხადეს .
წყაროს ცნობით, ემანუელ ბონი, რომელიც მაკრონის დიპლომატიურ დეპარტამენტს 2019 წლიდან ხელმძღვანელობს, კრემლში ოფიციალურ პირებს შეხვდა. მან დამატებითი დეტალები არ გაავრცელა და მხოლოდ ის თქვა, რომ მიზანი ძირითად საკითხებზე, პირველ რიგში უკრაინაზე, დიალოგის წარმოება იყო.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა არც დაადასტურა და არც უარყო მოლაპარაკებების ფაქტი, თუმცა განაცხადა:
„როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე სრული გამჭვირვალობით და პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპელ მთავარ კოლეგებთან კონსულტაციით მიმდინარეობს“.
ორი დიპლომატიური წყაროს ცნობით, მოკავშირეები ინფორმირებულნი იყვნენ ინიციატივის შესახებ და რომ ბონმა მოლაპარაკებები გამართა იური უშაკოვთან.