Loading data...
Reuters: მაისში, აპრილთან შედარებით რუსეთმა დასავლეთის პორტებიდან ნავთობის ექსპორტი 15%-ით გაზარდა

„როიტერი“ წყაროებზე  დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა მაისში, აპრილთან შედარებით დასავლეთის პორტების გავლით ნავთობის ექსპორტი 15%-ით გაზარდა.

წყაროების ცნობით, მაისის თვეში ექსპორტი დასავლეთის პორტების, პრიმორსკის, უსტ-ლუგის და ნოვოროსიისკის გავლით აპრილში 2.2 მილიონი ბარელიდან დღეში 2.5 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.

ეს დასავლეთის პორტებიდან ექსპორტირებული ყველაზე დიდი რაოდენობაა 2025 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებში გადამუშავება შეჩერდა.

წყაროების ინფორმაციით, ნედლი ნავთობის ექსპორტის ზრდა რუსეთს საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილოს წარმოების მასიური შემცირება.

ოფიციალური მონაცემებისა და წყაროების თანახმად, ცენტრალური რუსეთის თითქმის ყველა მსხვილი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა, შეეჩერებინა ან შეემცირებინა საწვავის წარმოება ბოლო დღეებში უკრაინული დრონებით თავდასხმების შემდეგ.