Loading data...
Reuters: ყოველი მესამე დემოკრატი ფიქრობს, რომ ბაიდენმა არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა უნდა მოხსნას

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ყოველი მესამე დემოკრატი ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვაში დემოკრატების დაახლოებით 32%-მა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ ბაიდენმა უარი უნდა თქვას ხელახლა არჩევაზე, რადგან ის ენერგიულად ვერ დაუპირისპირდა ტრამპის თავდასხმებს. ამასთან, გამოკითხულთა 59%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან მოხუცია იმისთვის, რომ მთავრობაში იმუშაოს.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვაში, რომელიც იანვარში ჩატარდა, დემოკრატების 49%-მა განაცხადა, რომ ბაიდენმა 2024 წელს აღარ უნდა იყაროს კენჭი.

ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის 1 070-მა მოქალაქემ.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.