Reuters: კიტ კელოგი უკრაინის საკითხზე ტრამპის სპეცწარმომადგენლის პოსტს დატოვებს
კიტ კელოგი უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს დატოვებს. მას უფლებამოსილება 2026 წლის იანვარში ეწურება. ინფორმაციას Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კელოგმა ამ გადაწყვეტილების შესახებ ნდობით აღჭურვილ პირებს უკვე აცნობა. ეს ფაქტი კიევისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგანაც კელოგი ტრამპის ადმინისტრაციაში უკრაინის საკვანძო მხარდამჭერია. კელოგი, როგორც წესი, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს უფრო მეტად აკრიტიკებდა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები.
მედიის ცნობით, კელოგსა და ტრამპის კიდევ ერთ სპეციალურ წარმომადგენელს, სტივენ უიტკოფს შორს კონფლიქტი გაჩნდა. უიტკოფი ახალ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობს, რომელიც უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებს ითვალისწინებს.
წინა დღეს Reuters-მა და დასავლური მედიის სხვა საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს ითხოვს. ასევე კიევმა ზოგიერთი ტიპის შეიარაღებაზე უარი უნდა თქვას და შეიარაღებული ძალების რაოდენობა შეამციროს. ეს მოთხოვნები ტრამპის ადმინისტრაციის ახალი გეგმის ნაწილია, რომლის მიზანია უკრაინაში ომის დასრულება.