Loading data...
Reuters: კატარელი შუამავლები, ირანსა და აშშ-ს შორის სამშვიდობო ძალისხმევის ფარგლებში, თეირანში მოლაპარაკებებისთვის დაბრუნდნენ

კატარელი შუამავლები, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში, თეირანში დაბრუნდნენ, განუცხადა Reuters-ს მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა ოფიციალურმა პირმა.

ოფიციალური პირის თქმით, მოლაპარაკებები აშშ-თან კოორდინაციით მიმდინარეობს. 

როგორც Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, კატარმა ირანს 25 ოქტომბერს სამშვიდობო გეგმის პროექტი წარუდგინა, თუმცა ირანის მაღალჩინოსანმა ეს წინადადებები მიუღებლად მიიჩნია და განაცხადა, რომ თეირანი ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით პოზიციას არ ცვლის. 

ვაშინგტონს სურს, რომ მოლაპარაკებების დასაწყისშივე დღის წესრიგში ბირთვული საკითხებიც იყოს. თეირანი კი მოითხოვს, რომ აშშ-მა ჯერ პორტების ბლოკადა შეწყვიტოს და ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციები მოხსნას.