Loading data...
Reuters: ისრაელი ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდა

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა, - ამის შესახებ „როიტერი“ წერს

მედიის ცნობით, შეთანხმება, სავარაუდოდ, ოთხშაბათს შევა ძალაში.

სააგენტო წერს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

თეთრი სახლის ცნობით, ამ თემაზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რამდენიმე საათში სიტყვით გამოვა.