Loading data...
Reuters: ირანში საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 5 000 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 5 000 ადამიანი დაიღუპა. წერს „როიტერი“.

მედიის ცნობით, დაღუპულებს შორისაა უსაფრთხოების სამსახურის 500 თანამშრომელი.

სახელმწიფო პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გამოცემას განუცხადა, რომ ყველაზე მძიმე შეტაკებები და დაღუპულთა ყველაზე მაღალი რაოდენობა ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ირანელი ქურთების რაიონებში მოხდა.

მისივე თქმით, მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.

„დაღუპულების საბოლოო მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ „ისრაელმა და საზღვარგარეთ შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა“ ქუჩებში გამოსულებს მხარი დაუჭირეს და აღჭურვეს.

ცნობისთვის, ირანის ხელისუფლება არეულობებში კვლავ „ტერორისტებს და შეიარაღებულ ამბოხებულებს“ ადანაშაულებს, რომლებიც, მათივე თქმით, „უდანაშაულო ირანელებს“ ხოცავდნენ.