1779379467
უცხოეთი
Reuters: ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ გამდიდრებული ურანი ირანში უნდა დარჩეს
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ იარაღის დასამზადებლად ვარგისი ურანი საზღვარგარეთ არ უნდა გაიგზავნოს.
ხამენეიმ დირექტივა გამოსცა, რომლის თანახმადაც მაღალგამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანა არ უნდა მოხდეს.
„უზენაესი ლიდერის დირექტივა და მმართველი სისტემის კონსენსუსია, რომ გამდიდრებული ურანის მარაგმა ქვეყანა არ უნდა დატოვოს“, - განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ „როიტერსს“.