Loading data...
Reuters: ინდონეზიაში მეწყერს 11 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიის პროვინცია ცენტრალურ იავაში ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა მეწყერმა 11 ადამიანი იმსხვერპლა.

მედიის ცნობით, 12 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ინდონეზიის კატასტროფების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის აბდულ მუჰარის განცხადებით, სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.